კარიუსმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტაიმში ტვინის შერყევით ითამაშა

'ლივერპულის' გერმანელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მეორე ტაიმში თამაშით სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო. როგორც მასაჩუსეტსის საავადმყოფოში ჩატარებული გამოკვლევებიდან ირკვევა, კარიუსს ტვინის შერყევა ჰქონდა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.
მეორე ტაიმის დასაწყისში, კარიუსმა 'რეალის' კაპიტან სერხიო რამოსისგან თავის არეში ტრავმა მიიღო, როდესაც რამოსმა მას იდაყვი ჩაარტყა. ამ მომენტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, 'ლივერპულის' მეკარემ შეცდომა დაუშვა და ბურთი ბენზემასთან გადაათამაშა.
კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ყველას გაუკვირდა, მატჩის 83-ე წუთი იყო, როდესაც გარეტ ბეილიმ კარიუსის კარში დაარტყა, მეკარემ კი მისი არცთუ ისე რთული დარტყმა ვერ აიღო.
მასაჩუსეტსის საავადმყოფოს ექიმის, დოქტორ როს ზაფონტეს თქმით, კარიუსს 'ვიზუალური სივრცითი დისფუნქცია' აქვს, რაც დიდი ალბათობით, სერხიო რამოსის გამო მიიღო.
.jpg)

ჩეპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში „ლივერპულს“ მადრიდის „რეალმა“ 3 გოლი გაუტანა. 2 ბურთი „მერსისაიდელთა“ კარში მეკარის უხეში შეცდომების გამო გავიდა.
„ხელების გარეშე დაბადებული“ - ასეთი ჩანაწერი გაჩნდა Wikipedia-ზე ლივერპულის მეკარის ლორის კარიუსის ბიოგრაფიაში, რომელმაც 26 მაისს, კიევში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ თამაშზე მეტოქის სამივე შეტევიდან ვერცერთი ვერ მოიგერია.
სრულად
