აშშ-ში აუქციონზე მთვარის მეტეორიტი 612,500 დოლარად გაიყიდა

მთვარის მეტეოროტი, რომელიც 2017 წელს აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უდაბნოში აღმოაჩინეს, აშშ-ში აუქციონზე 612,500 დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
გამოცემის ცნობით, 5 კილოგრამიანი იშვიათი ქვა „მთვარის პაზლით“ არის ცნობილი, რადგან ის 6 ფრაგმენტისგან შედგება და მთლიანობაში მეტეორიტის ფორმას ქმნის.
დედამიწაზე ნაპოვნი მეტეორიტებიდან „მთვარის პაზლი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.
წყარო