Header Ads

უკრაინაში მკვლელობაში ბრალდებული ციხეში ადგილების არარსებობის გამო გაათავისუფლეს

დაკავება

უკრაინაში არასრულწლოვნის მკვლელობისთვის გასამართლებული კაცი ციხიდან მხოლოდ იმის გამო გამოუშვეს, რომ დაწესებულებაში ადგილები არ იყო. ამის შესახებ ქვეყნის გენერალური პროკურორის მოადგილე ევგენი ენინი იტყობინება.

„დამნაშავე, რომლის მიმართ განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა, ალბათ ფიქრობდა, რომ ყველა საკითხი გადაწყვიტა“, როცა ციხის დერეფნების ნაცვლად ლუცკის ქუჩებში  თავისუფლად დასეირნობდა, რადგან - წარმოიდგინეთ - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისთვის თავისუფალი ადგილი ვერ მოიძებნა“, - წერს ენინი Facebook-ზე.

 

მისი თქმით, დამნაშავეს მოკლული ბავშვის მშობლები შეხვდნენ და სწორედ მათ მიმართეს პოლიციას, სადაც მათ ეს მიზეზი დაუსახელეს.

პროკურატურის ჩარევის შემდეგ, დამნაშავეს ტორეცკის გამოსასწორებელ კოლონიაში „მოუძებნეს ადგილი“.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.