პლანეტა მერკურიზე კოსმოსური ხომალდი გაგზავნეს

ევროპულ-იაპონურმა ზონდმა, BepiColombo-მ დედამიწა უკვე დატოვა და მზესთან ყველაზე ახლო მდებარე პლანეტისკენ, მერკურისკენ გაემგზავრა. ამის შესახებ BBC წერს.
ზონდის კოსმოსური მოგზაურობა 7 წელი გაგრძელდება. მისიის მთავარი მიზანია პლანეტის ზედაპირზე დაკვირვება და კრატერების შესწავლაა.
გარდა ამისა, ზონდ BepiColombo-ს კიდევ ერთი დავალება იქნება მოძებნოს წყლის ყინული მერკურის პოლუსებსა და მის ვულკანებში, რაც მეცნიერებს მრავალ ახალ ცნობას მისცემს პლანეტის შემადგენლობისა და ევოლუციის შესახებ.
მერკურის წარსულში უკვე ესტუმრა ორი ზონდი: 1974 წელს მარინერ 10 და 2008 წელს Messenger-ი, რომელთაც ამ პლანეტის საუკეთესო ფოტოები გადაიღეს.
მერკური ყველაზე პატარა პლანეტაა მზის სისტემაში, რომლის ეკვატორული რადიუსი 2439,7 კილომეტრს შეადგენს. მერკური უფრო პატარაა (თუმცა, უფრო მასიური), ვიდრე მზის სისტემაში არსებული უდიდესი ბუნებრივი თანამგზავრები - განიმედე და ტიტანი. მერკურის შედგენილობაში დაახლოებით 70% მეტალური და 30 % სილიკატური მატერია შედის. პლანეტა სიმკვრივით მეორე ადგილზეა მზის სისტემაში - 5,427 გრ/სმ³. ეს ოდნავ მცირეა დედამიწის სიმკვირვეზე - 5,515 გრ/სმ³.
წყარო