ნორვეგიაში ნატოს სამხედრო სწავლება იწყება

ნორვეგიაში ნატოს სამხედრო სწავლება იწყება. წვრთნებში ალიანსის 30 წევრი ქვეყნის სამხედროები იღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას ოფიციალური ლონდონი ავრცელებს.
სწავლება 25 ოქტომბერს დაიწყება და 23 ნოემბერს დასრულდება. ნატოს წვრთნებში, საერთო ჯამში ჩართული იქნება 40 ათასი ჯარისკაცი, ასევე 70 საბრძოლო გემი და 150 სამხედრო თვითმფრინავი. სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად ნორვეგიაში უკვე ჩავიდნენ ბრიტანელი სამხედროები. თავდაცვის უწყების ცნობით, წვრთნაში ამჯერად 2700 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება.
ალიანსის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ მასშტაბის სამხედრო სწავლება ბოლო წლების განმავლობაში არ ჩატარებულა.
წყარო