Header Ads

ჯორჯ ბუში უფროსი საავადმყოფოდან გაწერეს

ჯორჯ ბუში უფროსი 8-დღიანი მკურნალობის შემდეგ, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ბუშების ოჯახის წარმომადგენელმა ჯიმ მაკგრატმა Twitter-ზე დაწერა.

President @GeorgeHWBush was discharged from @SMHCHealth today after being treated for low blood pressure. The president is deeply appreciative both for the terrific care and the many good wishes he has received.

Jim McGrath (@jgm41) 4 June 2018

ჯორჯ ბუში უფროსი ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ მოხვდა საავადმყოფოში. მას დაბალი არტერიული წნევა აქვს.

93 წლის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოდან 5 მაისს გაწერეს, მანამდე კი იქ 13 დღე იყო. 

აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი საავადმყოფოში მისი მეუღლის, ბარბარა ბუშის დაკრძალვიდან მეორე დღეს გადაიყვანეს. 

ამერიკის ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში 18 აპრილს, 92 წლისა გარდაიცვალა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.