Header Ads

საპატრიარქოს რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლები ეწვივნენ


საქართველოს საპატრიარქოს რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე ეწვია - აღნიშნულის შესახებ საქართველოს საპატრიარქო იუწყება.
"დღეს საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი), ორ თანმხლებ პირთან ერთად.
სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა.
უახლოეს პერიოდში, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიას ეწვევა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობა", - ნათქვამია საპატრიაქროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.