კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედია წიგნიერების სამოქმედო გეგმას და სტრატეგიას წარადგენს
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხვალ, ბრიტანელ დამოუკიდებელ ექსპერტ მარტინა ჩეპმენთან ერთად, მედია მენეჯერებს, არასამთავრობო სექტორისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს მედია წიგნიერების სამოქმედო გეგმასა წარუდგენს.კომისიამ მედია წიგნიერების სამოქმედო გეგმა და სტრატეგია ისეთ გამოცდილ, დამოუკიდებელ, ბრიტანელ ექსპერტთან ერთად გააკეთა, რომელსაც აღნიშნული პროექტი ისეთ ქვეყნებში აქვს განხორციელებული, როგორიც დიდი ბრიტანეთი და ირლანდიაა.
შეხვედრის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს კომისიამ დეტალურად გააცნოს მედია წიგნიერების სამოქმედო გეგმა და მოისმინოს მათი მოსაზრებები. ამას გარდა, მარტინა ჩეპმენი დეტალურად ისაუბრებს ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე და ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს.
წყარო