ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს არც საწვიმარის და არც კარვის დადგმის საშუალებას არ აძლევენ. გარეთ წვიმს, ზაზას დიაბეტი აქვს

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან უკვე მეექვსე ღამეს ათენებენ.
ფეისბუკ გვერდის,მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერების ინფორმაციით შვილმოკლულ მამებს კარვების გაშლის საშუალებას არ აძლევენ.
ამ წუთებში შემატყობინეს, რომ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს არც საწვიმარის და არც კარვის დადგმის საშუალებას არ აძლევენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. გარეთ წვიმს, ზაზას დიაბეტი აქვს.

