Header Ads

Independent-მა საავტომობილო გზების რეიტინგი გამოაქვეყნა

Route 66

მოგზაურთა ონლაინ სერვისმა Instagram-ის ჰეშთეგები გააანალიზა და მგზავრობისთვის ყველაზე პოპულარული საავტომობილო გზები დაასახელა. მათი რეიტინგი The Independent-მა გამოაქვეყნა. რეიტინგის ლიდერი აშშ-ში Route 66 გახდა, რომელიც ჩიკაგოში იწყება, რამდენიმე შტატზე გადის და კალიფორნიაში, ქალაქ სანტა-მონიკაში მთავრდება.

მეორე ადგილზე ოკეანის დიდი გზაა ავსტრალიაში, რომელიც წყნარი ოკეანის სანაპიროზე გადის შტატ ვიქტორიაში.

რეიტინგის ათეულში შევიდნენ National Route 40 არგენტინაში, Blue Ridge Parkway აშშ-ში, Finger Lakes Highways-ი აშშ-ში, Valley of Fire Road-ი აშშ-ში, შემოვლითი გზა ისლანდიაში, „ტროლების კიბე“ ნორვეგიაში, Icefields Parkway და Cabot Trail-ი კანადაში.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.