ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით თურქეთმა უკვე 100 000 ტონა ტვირთი გადაზიდა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლის დაწყებიდან დღემდე 102 კონტეინერით 100 000 ტონა ტვირთი გადაიზიდა. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მეჰმეტ ჯაჰიტ თურხანმა გამოცემა Trend-თან ინტერვიუში თქვა.
მინისტრის განცხადებით, სატვირთო რეისი ყოველკვირეულად სამჯერ სრულდება. რკინიგზის დახმარებით, თურქეთს აზერბაიჯანში, საქართველოში, უზბეკეთში, თურქმენეთში, ყახაზეთში, ყირგიზეთსა და რუსეთში ექსპორტზე გააქვს სამშენებლო მასალები, დასუფთავების საშუალებები, საკვები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ხოლო იმპორტის სახით, თურქეთი ამ რკინიგზით ქვეყანაში ეზიდება ძირითადად, მარცვლეულს, რკინასა და თუთიას.
'ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ვგეგმავთ, ყოველწლიურად 17 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში გვსურს, რომ წლიური ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონამდე გავზარდოთ', - განაცხადა მეჰმეტ ჯაჰიტ თურხანმა.
ბაქო-თბილისი- ყარსის რკინიგზა 2018 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა.
წყარო