საქართველოში პირველად საუკეთესო სომელიეს გამოსავლენად კონკურსი ჩატარდება

საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, „ღვინობის თვის“ ფარგლებში, 20-21 ოქტომბერს, საქართველოში პირველად კონკურსი „საქართველოს საუკეთესო სომელიე - 2018“ გაიმართება. ინფორმაციას GBC ავრცელებს.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი სომელიეები, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ოფიციალურად აქვთ მინიჭებული სომელიეს ან ასისტენტ სომელიეს სტატუსი.
ჟიურის მიერ დასახელებული საუკეთესო სომელიე კი 2019 წლის მარტში გაემგზავრება ბელგიაში, სადაც საქართველოს სახელით კონკურსში „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე” მიიღებს მონაწილეობას.
წყარო