საქართველოს ეროვნული ნაკრები €1,5 მილიონს მიიღებს

საქართველოს იტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა უეფას ტურნირის ჯგუფური ეტაპი დაძლია და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ერთა ლიგის D ზონის ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. როგორც 1tv წერს, ლატვიასთან 3:0 მოგებით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამატებითი შემოსავლებიც მოიპოვა.
UEFA-მ ერთა ლიგის მონაწილეებს პრემიალური თანხები დაუწესა, 10 ოქტომბერს კი მისი ოდენობა გაზარდა, ხოლო სოლიდაობის ფონდიდან შემოსავლები 55 ასოციაციისთვის 50%-ით გაიზარდა. თუკი თავიდან ჯგუფურ ეტაპზე “დ” დივიზიონის ჯგუფში გამარჯვებისთვის 500 ათასი ევრო იყო დაწესებული, ახლა 250 ათასი დაემატა და 750 ათასი გახდა.
UEFA-მ 10 ოქტომბერს ასევე გადაწყვიტა, რომ ჯგუფების გამარჯვებულების ბონუს პრიზების გასამრჯელო გაეზარდა და ჯგუფებში პირველ ადგილზე გასულებს 750 ათასი ევრო კიდევ დაემატათ. ჯამში გამოვიდა, რომ საქართველოს ნაკრებმა 1,5 მილიონი ევრო უკვე გამოიმუშავა.
ერთა ლიგის მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სტუმრად ანდორას წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ჩვენი გუნდი 19 ნოემბერს ყაზახეთს უმასპინძლებს.
საქართველოს იტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა უეფას ტურნირის ჯგუფური ეტაპი დაძლია და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ერთა ლიგის D ზონის ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. როგორც 1tv წერს, ლატვიასთან 3:0 მოგებით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამატებითი შემოსავლებიც მოიპოვა.UEFA-მ ერთა ლიგის მონაწილეებს პრემიალური თანხები დაუწესა, 10 ოქტომბერს კი მისი ოდენობა გაზარდა, ხოლო სოლიდაობის ფონდიდან შემოსავლები 55 ასოციაციისთვის 50%-ით გაიზარდა. თუკი თავიდან ჯგუფურ ეტაპზე “დ” დივიზიონის ჯგუფში გამარჯვებისთვის 500 ათასი ევრო იყო დაწესებული, ახლა 250 ათასი დაემატა და 750 ათასი გახდა.
UEFA-მ 10 ოქტომბერს ასევე გადაწყვიტა, რომ ჯგუფების გამარჯვებულების ბონუს პრიზების გასამრჯელო გაეზარდა და ჯგუფებში პირველ ადგილზე გასულებს 750 ათასი ევრო კიდევ დაემატათ. ჯამში გამოვიდა, რომ საქართველოს ნაკრებმა 1,5 მილიონი ევრო უკვე გამოიმუშავა.
ერთა ლიგის მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სტუმრად ანდორას წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ჩვენი გუნდი 19 ნოემბერს ყაზახეთს უმასპინძლებს.წყარო
