საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: Facebook-ზე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ინფორმაცია ქმარმა გააზიარა

ცესკოში შესული საჩივრის თანახმად, წყალტუბოს ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ქრისტინა ქუთათელაძემ facebook-ის გვერდზე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ინფორმაცია გაავრცელა. შესაძლო კანონდარღვევაზე რეაგირებისთვის ცესკოს საჩივრით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
საიას საჩივარი წყალტუბოს საარჩევნო კომისიამ შეისწავლა და ქუთათელაძის ახსნა-განმარტების მიღების შემდეგ ჩათვალა, რომ კომისიის თავმჯდომარეს კანონი არ დაურღვევია.
საუბნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით კი, აღნიშნულ პერიოდში, როცა მას და მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, მისი facebook-ით ქმარი სარგებლობდა და სააგიტაციო მასალაც ქმარმა გააზიარა. ქუთათელაძის თქმით, 10 ოქტომბერს, 21 საათზე გაზიარებული ინფორმაცია აღმოაჩიან და მალევე წაშალა.
კანონის თანახმად, ცესკოს წევრებსა და საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს რომელიმე კანდიდატის სასარგებლოს აგიტაცია ეკრძალებათ.
წყარო