Header Ads

პატარკაციშვილის მოშორება რომ უნდოდა მიშას 2007 წელს გავიგეთ,ეს სწორედ ის დროა, როდესაც ხიხო გულუხვად აფინანსებდა სააკაშვილს

ცოტნე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

სისულელეა, კუდის მაღალჩინოსნის, ამ შემთხვევაში ვინმე მასტერას, განზრახვა და გეგმა, უფრო სწორედ, სატელეფონო საუბარი ამ გეგმის შესახებ, დააკვალიფიცირო როგორც მკვლელობა. ეს მკვლელობის მცდელობასაც კი ვერ ქაჩავს. ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის მოშორება რომ უნდოდა მიშას, ეს ჯერ კიდევ 2007 წელს გავიგეთ, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილმა გააჟღერა, რომ სააკაშვილმა მას ბადრის ლიკვიდაცია დაავალა და სწორედ ამ განცხადებებს მოჰყვა ნოემბრის აქციები ფაქტობრივად. ისე, თუ გახსოვთ, ეს სწორედ ის დროა, როდესაც ხიხო გულუხვად აფინანსებდა სააკაშვილს.

ამ ჩანაწერების ჩვენების ერთადერთი მიზანია დღევანდელი ბესპრიძელი სააკაშვილის დროინდელ ბესპრიძელზე ლაპარაკით გადაფარონ. თუმცა, რაც მეტს ცდილობენ, მით მეტ ქოცობებს აკეთებენ. ამ დინამიკით საეჭვოა საერთოდ მიაღწიონ 2020 წლის არჩევნებამდე

ჰოდა, 2016 წლიდან მოყოლებული დანაშაულს ფარავენ, არა?

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.