ვისოლის დამფუძნებლის შვილს ახალი, უცხოელი გოგო ჰყავს ვასკა ფხაკაძის ახალი გატაცება

ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის შვილს, ვასკა ფხაკაძეს, ახალი უცხოელი რჩეული ჰყავს. აქამდე ვასკას ქართველი მოდელი კატია ასათიანი ჰყავდა. კატია, მილიონერ თოშა ქებურიას ცოლის, მოდელ ქეთი ჟღენტის დაქალია.
წყვილი დიდხანს ხვდებოდა ერთმანეთს და მათი ურთიერთობა უფრო სერიოზულ ფაზაში გადადიოდა, თუმცა ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. კატიას პირად ინსტაგრამზე კვლავ შეხვდებით ვასკასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, ფხაკაძისგან განსხვავებით.
დაშორებიდან მალევე, ვასკა ფხაკაძემ ინსტაგრამის პირად გვერდზე თამამად დადო ახალ რჩეულთან ერთად ფოტოები.
აღსანიშნავია რომ, კატია და ვასკას ახლანდელი სიყვარული საკმაოდ გვანან ერთმანეთს, როგორც ჩანს, ბიჭს შავგრემანი, ლამაზი ტან-ფეხის გოგოები მოსწონს. შეგახსენებთ რომ, ლევან ფხაკაძე WISSOL ჯგუფის ერთ-ერთი აუქციონერი და ცნობილი ბიზნესმენია.
დრონი.ჯი