კვლევა: მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი დღეში $5.50-ზე მეტს ვერ ხარჯავს

მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 3.4 მილიარდი ადამიანი დღეში მხოლოდ $5.50-ს ხარჯავს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშში წერია. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მეოთხედი, დაახლოებით 1.9 მილიარდი დღეში $3.20-ზე მეტს ვერ ხარჯავს, 10%-სთვის კი დღიური სახარჯო თანხა $1.90-ია.
ფინანსურად ყველაზე მძიმე ვითარება აფრიკის ქვეყნებშია.
მსოფლიოში მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. გაეროს მონაცემების მიხედვით, 37 ქვეყნის მოსახლეობა შიმშილობს, Unicef-ის მიხედვით კი, 14 მილიონი ბავშვი შეიძლება შიმშილით დაიღუპოს.
წყარო