Header Ads

ლედი გაგა თხოვდება

ლედი გაგა

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, მომღერალი ლედი გაგა თხოვდება. 32 წლის მომღერლის რჩეული 49 წლის კრისტიან კარინოა. ჰოლივუდში გამართულ ღონისძიებაზე ლედი გაგამ დაადასტურა, რომ ის და კრისტიანი ქორწინდებიან. წყვილი ერთმანეთს 2017 წლის თებერვლიდან ხვდებოდა.

კარინომ ლედის ხელი 2017 წლის ზაფხულის მიწურულს სთხოვა, ამის შემდეგ მომღერალზე დაქორწინების ნებართვა მომავალი სიმამრისგანაც მიიღო.

წყვილი ქორწინებამდე ლედი გაგას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებას გეგმავდა.

ამერიკელ მომღერალს მედიკოსებმა ფიბრომიალგია დაუდგინეს, რის გამოც მან გასული წლის სექტემბერში ევროპული ტურნე გადადო.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.