Header Ads

ლათინურ ამერიკაში სოკო ყავის მოსავალს განადგურებით ემუქრება

ყავა

სოკო, რომლის შესახებაც მეცნიერებმა ცოტა რამ იციან, ლათინურ ამერიკაში ყავის პლანტაციებს ანადგურებს. ზარალმა უკვე მილიარდობით დოლარს მიაღწია. შექმნილი სიტუაცია კი მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტზე იმოქმედებს. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. 

სოკო მცენარის ფოთლების ზრდას აჩერებს და ამცირებს მოსავალს. „ჩვენ ბოლო წლებში ყავის ყველაზე დიდ კრიზისს განვიცდით“, - ამბობს გვატემალელი ექსპორტიორი.

ექსპერტების ინფორმაციით, ცენტრალურ ამერიკაში 70 ფერმერმა უკვე განიცადა ზარალი, მათ საერთო ჯამში 3,2 მილიარდი დოლარი დაკარგეს. მიკოლოგების თქმით, ყავის გამანადგურებელი სოკოს სასიცოცხლო ციკლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე ვერ დადგინდა, მეცნიერებმა სრულად ვერც სოკოს გენოტიპი დაადგინეს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.