Header Ads

მაიკ პომპეო: თურქეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხი მალე გადაწყდება

მაიკ პომპეო<br/><br/>

ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლების შემდეგ აშშ-მა შესაძლოა, თურქეთს დაწესებული სანქციები ეტაპობრივად მოუხსნას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ანკარაში ვიზიტის დროს განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენ მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგიერთი შემოღებული სანქცია პირდაპირ იყო დაკავშირებული პასტორ ბრანსონთან და ახლა ლოგიკურია მისი მოხსნა. თუმცა გადაწყვეტილება საბოლოოდ პრეზიდენტთან უნდა შეთანხმდეს“, - აღნიშნა პომპეომ.

ამერიკელი მღვდელი 2016 წლის დეკემბრიდან თურქეთში იყო დაპატიმრებული. 16 აგვისტოს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ბრანსონი იზმირის სასამართლომ შინაპატიმრობაში დატოვა. 12 ოქტომბერს კი სასამართლომ ამერიკელი გაათავისუფლა.

ვაშინგტონმა ანკარას პასტორის გათავისუფლება რამდენჯერმე მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის გამო აშშ-მა თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს სანქციები დაუწესა და თურქეთს ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე გადასახადი გაუზარდა, რასაც თურქული ლირის კატასტროფული გაუფასურება მოჰყვა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.