იტალიამ არალეგალი მიგრანტების რაოდენობა შეამცირა

იტალიამ ევროპის დახმარების გარეშე მოახერხა არალეგალი მიგრანტების რაოდენობა შეემცირებინა. ამის შესახებ იტალიის ვიცეპრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ მოსკოვში იტალიური მრეწველობის კონფედერაციის წარმომადგენელთა ასამბლეაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„დღეს სიამოვნებით შემიძლია ვთქვა: მიუხედავად იმისა, რომ ევროპა საერთოდ არ დაგვხმარებია, რამდენიმე მკვეთრი პოზიციის შედეგად ჩვენ შევძელით მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა არალეგალი მიგრანტების რაოდენობა და ეს ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა“, - განმარტა პოლიტიკოსმა.
ივნისში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიგრანტების საკითხზე სერიოზული კრიზისი შეიქმნა. იტალიის მთავრობის მოთხოვნები ამ კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. თუმცა ბლოკმა ჩიხური სიტუაცია დაძლია და 29 ივნისს საიმიგრაციო კრიზისის ერთობლივ პოლიტიკაზე შეთანხმდა.
წყარო