Header Ads

ჰაიტის პრეზიდენტს თავს დაესხნენ

ჰაიტის პრეზიდენტი

უცნობი პირები ჰაიტის პრეზიდენტს ჟოვენელ მოიზს თავს დაესხნენ. ინფორმაციას პორტალი Haiti Libre ავრცელებს.

თავდასხმა ჰაიტის ეროვნული გმირის და რესპუბლიკის დამაარსებელი იმპერატორის გარდაცვალების 212-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა. მაშინ როცა მემორიალთან პრეზიდენტი ყვავილებს აწყობდა, მას ესროლეს. დაცვამ მოახერხა და პრეზიდენტი უსაფრთხო ადგილას გაიყვანა. სროლის დროს დაცვის ორი წევრი დაიჭრა, მათ შორის ერთი თავში.

თავდასხმის შესახებ სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.