გოგომ, რომლის გადასარჩენად დიკაპრიო და უინსლეტი იბრძოდნენ, კიბო ვერ დაამარცხა და დაიღუპა

ჯემა ნატალმა თავისი ავადმყოფობის შესახებ მაშინ შეიტყო, როცა ფეხმძიმედ იყო. ექიმებმა მას ორსულობის შეწყვეტა ურჩიეს და ქიმიოთერაპიის დაუყოვნებლივ დაწყება ურჩიეს. თუმცა, მომავალმა დედამ სპეციალისტების რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. მან გადაწყვიტა ჯერ შვილი გაეჩინა და მერე დაეწყო მკურნალობა. ეს გადაწყვეტილება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმობის დროს, საკვერცხეების სიმსივნე სხვა ორგანოებზე მეტასტაზებად გავრცელდა. მშობიარობის შემდეგ ქალმა მკურნალობა დაიწყო. გაიკეთა ოპერაცია და ჩაიტარა ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი და თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ გაირკვა, რომ ავადმყოფობამ დროებით დაიხია უკან. ერთი წლის შემდეგ სიმსივნე უფრო აგრესიული ფორმით დაბრუნდა. ექიმებმა იბრძოლეს, თუმცა ბოლოს დანებდნენ, რადგან სტანდარტული მკურნალობით ვერაფერს შველოდნენ.
მისთვის ბოლო შანსი გერმანულ კლინიკაში იმუნოთერაპიის კურსის ჩატარება იყო. მისი ღირებულება 400 ათასი დოლარი იყო და ის იძულებული გახდა ფულის შეგროვება სოციალური ქსელის დახმარებით დაეწყო. ამ საქმიანობაში მისთვის დახმარება ჰოლივუდელმა მსახიობებმა ქეით უინსლეტმა და ლეონარდო დიკაპრიომ გადაწყვიტეს, რომლებმაც შემთხვევით შეიტყვეს ახალგაზრდა დედის პრობლემის შესახებ. მათ უჩვეულო აუქციონი მოაწყვეს - „სამი ღამე ჯეკთან და როუზთან“. გამარჯვებულს მსახიობებთან ვახშმობის შესაძლებლობა ეძლეოდათ.
მთელი თანხა ჯემის ანგარიშზე ჩაირიცხა, რაც გერმანულ კლინიკაში მკურნალობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. კურსის დასრულების შემდეგ გამოკვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზმში სიმსივნის კვალიც არსად იყო.
სამწუხაროდ, რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობა ისევ დაბრუნდა და ამჯერად მას ვერაფერმა უშველა.
16 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ჯემა ნატალი გარდაიცვალა. მას ოთხი წლის ქალიშვილი დარჩა, რომლის გამოც ქალმა ყველა ეს გამოცდა გაიარა.
წყარო