Header Ads

მოკრივე საულ ალვარესმა სპორტის ისტორიაში ყველაზე მსხვილი კონტრაქტი გააფორმა

საულ ალვარესი

მექსიკელმა მოკრივემ საულ ალვარესმა სტრიმინგულ სერვის DAZN-თან კონტრაქტს ხელი მოაწერა, რომლის თანახმად ის 365 მილიონ დოლარს გარანტირებულად გამოიმუშავებს. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.

კონტრაქტი უახლოეს 5 წელიწადში 11 ბრძოლის ჩატარებას ითვალისწინებს.

აქამდე სპორტის ისტორიაში ყველაზე მსხვილი კონტრაქტი ბეისბოლისტ ჯანკარლო სტენტონს ჰქონდა დადებული „მაიამი მარლინზთან“, რომლის თანახმადაც სპორტსმენი 2014 წელს კლუბში 13 წლით დარჩა და ამისათვის 325 მილიონი დოლარი მიიღო.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.