Header Ads

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში დაწინაურდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, საქართველოს პოზიცია ერთი საფეხურით გაუმჯობესდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა. 

ანგარიშში 140 ქვეყნის კონკურენტუნარიანობაა შესწავლილი, რომელთა შორისაც საქართველოს პოზიცია, 2016 წელთან შედარებით, 1,1 პუნქტითაა გაუმჯობესებულია და 66-ე ადგილს იკავებს.

2018 წლის რეიტინგში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები დაფიქსირდა სხვადასხვა მიმართულებებით, კერძოდ 12 ინდიკატორში საქართველოს სარეიტინგო ქულები 8 მიმართულებით გაუმჯობესდა და მხოლოდ 4 ინდიკატორში შემცირდა.

რეიტინგში უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება აქვს და 86.3 ქულით მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 29-ე პოზიციაზეა. აღნიშნული მიმართულება მოიცავს 4 კომპონენტს და საქართველოს ქულები ოთხივე მიმართულებით გაუმჯობესებული აქვს. კერძოდ, ორგაზანიზებული დანაშაულის კომპონენტში საქართველოს ქულა 3,2 პუნქტით გაუმჯობესდა და 76,7 ქულით 24-ე პოზიციას იკავებს. ისეთ დანაშაულთან მიმართებით, როგორიცაა მკვლელობები, მნიშვნელოვნად 5,8 პუნქტით გაუმჯობესდა ქვეყნის შეფასება და 98,3 ქულით მსოფლიო რეიტინგში საქართველო 32-ე პოზიციაზეა. საქართველოს ტერორიზმის შემთხვევების კომპონენტში დადებითი შეფასება აქვს. ამ მიმართულებით, საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას მაღალი შეფასება აქვს და 99,7 ქულაა აქვს მინიჭებული.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.