Header Ads

გოგიტა არქანიამ ტოკიოში კარატეს ტურნირზე ვერცხლის მედალი აიღო

გოგიტა არქანია

12-14 ოქტომბერს კარატეში „პრემიერლიგის“ მორიგი ეტაპი ტოკიოში გაიმართა, რომელზეც სპორტსმენებმა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებისთვის საჭირო ქულები დააგროვეს.

საქართველო ტურნირზე ხუთ წონით კატეგორიაში იყო წარმოდგენილი.  ყველაზე პრესტიჟულ, +84 კგ. წონით კატეგორიაში, გოგიტა არქანია ასპარეზობდა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალამდე ხუთი მეტოქე დაამარცხა და მასპინძელ ჰიდეიოში კაგავას დაუპირისპირდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

არქანია მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერთან დამარცხდა, თუმცა თუკი ის მომდევნო ტურნირზე საუკეთესო ექვსეულში შევა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას მოიპოვებს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.