არასამთავრობოები „იბერიას“ საინფორმაციო მაუწყებლობის შეჩერებას ეხმაურებიან

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შეჩერება ეხმაურება.
„კოალიციის „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები აქამდეც მოვუწოდებდით მთავრობას და დამფუძნებლებს, რომ მათ შორის წარმოქმნილ დავაში არ მომხდარიყო ჟურნალისტთა გამოყენება და ,,იბერიის“ თანამშრომლების უფლებების შელახვა, რომლებიც წლის განმავლობაში უკვე მესამედ აცხადებენ, რომ არ იციან, შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას. სამწუხაროდ, მიუხედავად მოთხოვნისა და აუცილებლობისა - ეფექტურად, ოპერატიულად და გამჭვირვალედ წარმართულიყო ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებთან დაკავშირებული დავებისა და ჩანაწერების გამოძიება, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მაინც ვერ მოხერხდა ტელეკომპანიის ფუნქციონირების დაზღვევა შექმნილი და მოსალოდნელი პრობლემებისგან', - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ მხარეებს პატივი სცენ საზოგადოების ინტერესს და დაიცვან ჟურნალისტთა უფლებები.
16 ოქტომბერს ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა.
წყარო