ქერჩელი თავდამსხმელის დედა შვილის მიერ დაჭრილ სტუდენტებს ეხმარებოდა

ქერჩში ტექნიკუმზე თავდამსხმელი სტუდენტის ვლადისლავ როსლიაკოვის დედა იმ საავადმყოფოში მედდად მუშაობდა, სადაც დაჭრილი სტუდენტები მიიყვანეს. ქალი სამუშაოზე იმყოფებოდა და ექიმებს დაჭრილების მოვლაში ეხმარებოდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქერჩში მომხდარ აფეთქებაზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე გადააკვალიფიცირა. მან ტერაქტის მუხლი ორი ან მეტი ადამიანის საზოგადოებისთვის საშიში საშუალებით მკვლელობით შეცვალა.
უწყების ცნობით, ტექნიკუმზე თავდამსხმელი სტუდენტის, ვლადისლავ როსლიაკოვის ცხედარი, რომელმაც აფეთქების შემდეგ თავი მოიკლა, ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს. გამოძიება ვარაუდობს, რომ ის დანაშაულის ჩადენისას მარტო არ მოქმედებდა.
17 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებას ბოლო მონაცემებით 19 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაიჭრა.
ამის გამო ქერჩში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ქერჩში ტექნიკუმზე თავდამსხმელი სტუდენტის ვლადისლავ როსლიაკოვის დედა იმ საავადმყოფოში მედდად მუშაობდა, სადაც დაჭრილი სტუდენტები მიიყვანეს. ქალი სამუშაოზე იმყოფებოდა და ექიმებს დაჭრილების მოვლაში ეხმარებოდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქერჩში მომხდარ აფეთქებაზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე გადააკვალიფიცირა. მან ტერაქტის მუხლი ორი ან მეტი ადამიანის საზოგადოებისთვის საშიში საშუალებით მკვლელობით შეცვალა.
უწყების ცნობით, ტექნიკუმზე თავდამსხმელი სტუდენტის, ვლადისლავ როსლიაკოვის ცხედარი, რომელმაც აფეთქების შემდეგ თავი მოიკლა, ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს. გამოძიება ვარაუდობს, რომ ის დანაშაულის ჩადენისას მარტო არ მოქმედებდა.
17 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებას ბოლო მონაცემებით 19 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაიჭრა.
ამის გამო ქერჩში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.წყარო
