Header Ads

პატარკაციშვილის მკვლელობის ორგანიზებაზე ჩანაწერი ბრიტანულმა გამოცემამაც გამოაქვეყნა

დღეს გავრცელებული ჩანაწერები პირველი არ არის, რომელშიც ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი. სატელევიზიო არქივში ინახება 45-წუთიანი ჩანაწერი, რომელიც წლების წინ ბრიტანულმა Sunday Times-მა გამოაქვეყნა. 

გამოცემის ცნობით, პატარკაციშვილის მკვლელობას საქართველოს ძალოვანი უწყების თანამშრომლები ჩეჩენ დაქირავებულ მებრძოლს უკვეთავდნენ. ფარულ ჩანაწერში ერთმანეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ვინმე გია და  ჩეჩენი მებრძოლი უვაის ახმადოვი ესაუბრებიან.

სამინისტროს თანამშრომელი, რომელზეც საჯაროდ ითქვა, რომ ის მასტერა, იგივე გია დგებუაძე იყო, თანამოსაუბრეს უხსნის, თუ როგორ უშლის ხელს პატარკაციშვილი ხელისუფლებას.

დაქირავებულ ჩეჩენ მებრძოლებზე საუბარი ახალ ჩანაწერებშიცაა.

მთავარი პროკურატურის ცნობით, „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“,  ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, იპოვეს შსს-ს აუდიოჩანაწერები, რომლებიც 2007 წლის 4 და 5 თებერვლით თარიღდება. ჩანაწერებში კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის ცდილობენ გადმოიბირონ ბიზნესმენის დაცვის წევრი. ამასთან ჩანაწერებით ირკვევა, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული. საქმეზე ბრალდებულები არიან: გიორგი დგებუაძე, რევაზ შიუკაშვილი, ლევან ქარდავა და გიორგი მერებაშვილი.

ერთი ჩანაწერის მიხედვით, გიორგი დგებუაძე პატარკაციშვილის დაცვის წევრთან ლაპარაკისას ზურაბ ჟვანიასაც ახსენებს. 

ქარდავა და შიუკაშვილი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ბრალს არ აღიარებენ. ორივე ბრალდებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე სასჯელს უკვე იხდიან.

რაც შეეხება გიორგი დგებუაძეს, ის ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბო­და და მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 2016 წლის მარ­ტში გან­ხორ­ცი­ელ­და.

გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე მსჯავრდებულია 2006 წლის 12 იან­ვარს, კუდ-ის უფ­როს­თან და­ვით ახა­ლა­ი­ას­თან და ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად, 'ნავ­თლუ­ღის' ავ­ტო­სად­გურ­ში სამი ახალ­გაზ­რდის წი­ნას­წარ და­გეგ­მილი მკვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბისთვის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბისთვის.

2016 წელს, გია დგებუაძეს სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დღეს გავრცელებული ჩანაწერები პირველი არ არის, რომელშიც ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი. სატელევიზიო არქივში ინახება 45-წუთიანი ჩანაწერი, რომელიც წლების წინ ბრიტანულმა Sunday Times-მა გამოაქვეყნა. 

გამოცემის ცნობით, პატარკაციშვილის მკვლელობას საქართველოს ძალოვანი უწყების თანამშრომლები ჩეჩენ დაქირავებულ მებრძოლს უკვეთავდნენ. ფარულ ჩანაწერში ერთმანეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ვინმე გია და  ჩეჩენი მებრძოლი უვაის ახმადოვი ესაუბრებიან.

სამინისტროს თანამშრომელი, რომელზეც საჯაროდ ითქვა, რომ ის მასტერა, იგივე გია დგებუაძე იყო, თანამოსაუბრეს უხსნის, თუ როგორ უშლის ხელს პატარკაციშვილი ხელისუფლებას.

დაქირავებულ ჩეჩენ მებრძოლებზე საუბარი ახალ ჩანაწერებშიცაა.

მთავარი პროკურატურის ცნობით, „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“,  ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, იპოვეს შსს-ს აუდიოჩანაწერები, რომლებიც 2007 წლის 4 და 5 თებერვლით თარიღდება. ჩანაწერებში კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის ცდილობენ გადმოიბირონ ბიზნესმენის დაცვის წევრი. ამასთან ჩანაწერებით ირკვევა, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული. საქმეზე ბრალდებულები არიან: გიორგი დგებუაძე, რევაზ შიუკაშვილი, ლევან ქარდავა და გიორგი მერებაშვილი.

ერთი ჩანაწერის მიხედვით, გიორგი დგებუაძე პატარკაციშვილის დაცვის წევრთან ლაპარაკისას ზურაბ ჟვანიასაც ახსენებს. 

ქარდავა და შიუკაშვილი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ბრალს არ აღიარებენ. ორივე ბრალდებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე სასჯელს უკვე იხდიან.

რაც შეეხება გიორგი დგებუაძეს, ის ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბო­და და მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 2016 წლის მარ­ტში გან­ხორ­ცი­ელ­და.

გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე მსჯავრდებულია 2006 წლის 12 იან­ვარს, კუდ-ის უფ­როს­თან და­ვით ახა­ლა­ი­ას­თან და ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად, "ნავ­თლუ­ღის" ავ­ტო­სად­გურ­ში სამი ახალ­გაზ­რდის წი­ნას­წარ და­გეგ­მილი მკვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბისთვის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბისთვის.

2016 წელს, გია დგებუაძეს სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.