Header Ads

ქერჩის კოლეჯში თავდამსხმელის მშობლებს დააჯარიმებენ

სტუდენტი ვლადისლავ როსლიაკოვის მშობლები 500 რუბლით დაჯარიმდებიან მშობლის ვალდებულებების არასათანადო შესრულებისთვის. ამის შესახებ გამოცემა „იზვესტია“ წერს. 

გამოცემის ცნობით, მშობლებზე გაფორმებულია ადმინისტრაციული კანონის დარღვევა, თუმცა მას შვილის დაკრძალვის შემდეგ გადასცემენ. 

17 ოქტომბერს დღისით 18 წლის ვლადისლავ როსლიაკოვმა ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში ცეცხლი გახსნა ბოლოს კი თავი მოიკლა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 21 ადამიანი, 74 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, როსლიაკოვი ამავე კოლეჯის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. 

გამოძიებამ თავდაპირველად თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა, თუმცა მოგვიანებით, მკვლელობად გადააკვალიფიცირა. 

მომხდარის გამო ქერჩში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

მომხდარის გამო ქერჩში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.