Header Ads

სომხეთის ექსპრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის შექმნას აპირებს

რობერტ ქოჩარიანი

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი პარტიის შექმნას და ოპოზიციაში წასვლას გეგმავს. სომხეთის მეორე პრეზიდენტი ამბობს, რომ სომხეთის პოლიტიკის ოპოზიციურ ველზე ძალიან სერიოზული ვაკუუმი შეიქმნა და ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნა ქვეყნის ინტერესებში იქნება.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ახალ პარტიაში როგორც ძველი ნაცნობი პოლიტიკოსების, ასევე ახალგაზრდების მიწვევას გეგმავს.

ქოჩარიანს 26 ივლისს ბრალი კონსტიტუციური წყობის დამხობასა და 2008 წლის 1 მარტის აქციის დარბევისთვის წაუყენეს, 28 ივლისს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა 14 აგვისტოს ის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტი 1998-2008 წლებში იყო.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.