Header Ads

გიორგი მელიქიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში მოიგო

გიორგი მელიქიშვილი და დიმიტრი შემჩუკი

რუსთაველმა მკლავჭიდელმა გიორგი მელიქიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ინფორმაციას სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი ავრცელებს.

თურქეთში გამართულ პირველობაზე მან თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა და 21 წლამდელებს შორის, 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარჯვენა მკლავით გადაწევაში 1 ადგილი დაიკავა.

მელიქიშვილიი ფინალში უკრაინელ დიმიტრი შემჩუკს დაუპირისპირდა და დაამარცხა.

17 ოქტომბერს მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე გულად (დიტო) ბუკიამ ფინალში რუსი მეტოქე არსენ ხაბალოვი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.