სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევრაზიული კავშირის ფორუმში მონაწილეობას უარყოფს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მსგავსად, ევრაზიული კავშირის მიერ თბილისში დაგეგმილ ფორუმში მონაწილეობას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძეც უარყოფს. მელაძემ 'იმედს' განუცხადა, რომ ბიზნესფორუმის შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო.
'ევრაზიულ კავშირთან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას როგორც ბიზნესგაერთიანებას არავითარი კავშირი არ აქვს. ჩვენთან არანაირი წერილიც კი არ არის მოსული ამ ფორუმის შესახებ. ჩვენ არც ორგანიზატორი და არც მონაწილე არ გახლავართ', - განაცხადა მელაძემ. ამასთან, მელაძე ვერ გამორიცხავს ფაქტს, რომ ფორუმში შესაძლოა ასოციაციის წევრი რომელიმე კომპანია მონაწილეობდეს.
18 ოქტომბერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მედიაში გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თითქოს პალატა ბიზნეს-სექტორს ღონისძიებაზე „საქართველო-ევრაზიული ეკონომიკური კავშირი“ იწვევს, რომელიც თბილისში 18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით იმართება.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მსგავსად, ევრაზიული კავშირის მიერ თბილისში დაგეგმილ ფორუმში მონაწილეობას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძეც უარყოფს. მელაძემ "იმედს" განუცხადა, რომ ბიზნესფორუმის შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო."ევრაზიულ კავშირთან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას როგორც ბიზნესგაერთიანებას არავითარი კავშირი არ აქვს. ჩვენთან არანაირი წერილიც კი არ არის მოსული ამ ფორუმის შესახებ. ჩვენ არც ორგანიზატორი და არც მონაწილე არ გახლავართ", - განაცხადა მელაძემ. ამასთან, მელაძე ვერ გამორიცხავს ფაქტს, რომ ფორუმში შესაძლოა ასოციაციის წევრი რომელიმე კომპანია მონაწილეობდეს.
18 ოქტომბერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მედიაში გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თითქოს პალატა ბიზნეს-სექტორს ღონისძიებაზე „საქართველო-ევრაზიული ეკონომიკური კავშირი“ იწვევს, რომელიც თბილისში 18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით იმართება.წყარო
