Header Ads

გონსალო იგუაინი: კრიშტიანუ რონალდუს გამო „იუვენტუსიდან“ გამაგდეს

გონსალო იგუაინი

„მილანის“თავდამსხმელი გონსალო იგუაინი ამბობს, რომ „იუვენტუსიდან“ გააგდეს. ამის შესახებ ESPN წერს

„მე არ მიმიღია კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება, ყველაფერს ვდებდი „იუვენტუსში“ და კლუბთან ერთად ბევრი ალაფიც მოვიპოვე. მე კლუბიდან გამაგდეს“, - აცხადებს ფეხბურთელი.

იგუაინის განმარტებით, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ რონალდუს შეძენა გადაწყვიტა, მას კი კლუბიდან წასვლა შესთავაზა. საუკეთესო გამოსავალი კი ამის შემდეგ „მილანში“ გადასვლა იყო.

იგუაინი „იუვენტუსში“ 2016-2018 წლებში თამაშობდა. „მილანში“ ის აგვისტოს დასაწყისში გადავიდა.

კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალი“ 9-წლიანი კარიერის შემდეგ დატოვა და ტურინის „იუვენტუსში“ 10 ივლისს გადავიდა. ტურინელებმა ფეხბურთელში 100 მილიონი ევრო გადაიხადეს. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.