Header Ads

„დეტროიტში“ ზაზა ფაჩულიას დებიუტი წარმატებული გამოდგა

ზაზა ფაჩულია

„დეტროიტში“ ზაზა ფაჩულიას დებიუტი შედგა. ქართველი ცენტრისტის გუნდში გამოჩენა წარმატებული გამოდგა. მატჩი „ბრუკლინის“ მარცხით, ანგარიშით 103:100 დასრულდა. ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია წერს

სეზონის გახსნით მატჩში ფაჩულიამ „ბრუკლინის“ წინააღმდეგ ითამაშა და „დეტროიტს“ გამარჯვებაში დაეხმარა. ქართველმა სპორტსმენმა სულ 15 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. 

ზაზამ 6-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაჯარგა და 5-ჯერ დაჯარიმდა. დეტროიტელებს გამარჯვებაში ბლეიკ გრიფინი 26 ქულით, ხოლო რეჯი ჯექსონი 19 ქულით დაეხმარა.

21 ოქტომბერს „დეტროიტი“ „ბულსთან“ ჩიკაგოში ითამაშებს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.