მარნეულის მერის საქმის არსებითი განხილვა ნაწილობრივ დაიხურა

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა ნაწილობრივ დაიხურა. მთავარი მოწმე მხოლოდ ადვოკატების და ბრალდების მხარის თანდასწრებით იკითხება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
სხდომის ნაწილობრივ დახურვა ბრალდების მხარემ მოითხოვა. მხარის განმარტებით, ამის მიზეზი მოწმესა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის საფრთხეა. ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.
6 სექტემბერს თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა. მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა.
13 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარნეულის მკვიდრი, ელჩინ ალახვერდიევი, ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს. მარნეულის მერს ინციდენტში მონაწილეობა ბრალდებოდა. თემურ აბაზოვი ამ ინციდენტის საქმეზე 13 ივნისს დააკავეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარნეულის მერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეეფარდა.
მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა ნაწილობრივ დაიხურა. მთავარი მოწმე მხოლოდ ადვოკატების და ბრალდების მხარის თანდასწრებით იკითხება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.სხდომის ნაწილობრივ დახურვა ბრალდების მხარემ მოითხოვა. მხარის განმარტებით, ამის მიზეზი მოწმესა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის საფრთხეა. ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.
6 სექტემბერს თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა. მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა.
13 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარნეულის მკვიდრი, ელჩინ ალახვერდიევი, ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს. მარნეულის მერს ინციდენტში მონაწილეობა ბრალდებოდა. თემურ აბაზოვი ამ ინციდენტის საქმეზე 13 ივნისს დააკავეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარნეულის მერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეეფარდა.წყარო
