Header Ads

პომპეის განადგურების თარიღი შესაძლოა მცდარი იყოს

„პომპეის ბოლო დღე“<br/>კარლ ბრიულოვი

ისტორიკოსებმა ვულკანი ვეზუვის ამოფრქვევის და ქალაქ პომპეის მოსახლეობის დაღუპვას თარიღს გადახედეს.

24 აგვისტოს თავის ჩანაწერებში ახსენებს რომაელი ადვოკატი და მწერალი პლინი უმცროსი, რომელიც ნეაპოლის ყურედან აკვირდებოდა ვეზუვის ამოფრქვევას, თუმცა მისი წერილები გაცილებით გვიან, 97-109 წლებში გამოქვეყნდა და მეცნიერები მითითებულ თარიღში დარწმუნებულნი აღარ არიან. ამის შესახებ გამოცემა  Science Alert-ი წერს.

გარდა ამისა, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში პომპეის ნანგრევებში იპოვეს ხილის ნაშთები, რომლებიც ხეებზე ისხამს გაზაფხულზე და არა ზაფხულში და ასევე მაყალი, რომელსაც პომპეელები ზამთრისკენ დგამდნენ სახლებში, 

უახლესი არქეოლოგიური გათხრების დროს, მკვლევრებმა აღმოაჩინეს ტექსტი, რომელიც სახლის თეთრ კედელზე ეწერა და ის ვულკანის დაწყებამდე იყო გარემონტებული. თვითონ ნაწერის მიხედვით, ის 17 ოქტომბერს გააკეთეს. 

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ კატასტროფა უფრო გვიან მოხდა, ვიდრე 79 წლის 24 ოქტომბერს. 

ქალაქი პომპეი 79 წლის 24 აგვისტოს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ განადგურდა. ქალაქი 1748 წელს აღმოაჩინეს. ძველი ქალაქის აღმოჩენილი ნაწილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.