Header Ads

ქეით მიდლტონის უმცროსი და პიპა დედა გახდა

პიპა მიდლტონი და ჯეიმს მეთიუსი

კემბრიჯის ჰერცოგინიას ქეით მიდლტონის უმცროსი და ფილიპა (პიპა) მიდლტონი დედა გახდა. მას ბიჭი შეეძინა. ამის შესახებ Businessinsider-ი წერს.

პიპას ორსულობის შესახებ ინფორმაცია აპრილში გავრცელდა, სწორედ მაშინ როდესაც ქეით მიდლტონმა მესამე შვილი პრინცი ლუი გააჩინა. მომავალ დედას ორსულობის შესახებ ივნისამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

კემბრიჯის ჰერცოგინიას უმცროსი და პიპა მიდლტონი ცოლად მილიარდერ ჯეიმს მეთიუსს 2017 წელს გაჰყვა.

პიპა მიდლტონის თეთრი კაბა ბრიტანელმა მოდელიერმა ჯაილზ დიკონმა შექმნა. ტაბლოიდები აღნიშნავენ, რომ უმცროსი დის კაბა, თავად ქეით მიდლტონის კაბას ჩამოჰგავდა, რომელიც მას 2011 წელს, პრინც უილიამთან ქორწინების დღეს ეცვა. 

კემბრიჯის ჰერცოგინიას ქეით მიდლტონის უმცროსი და ფილიპა (პიპა) მიდლტონი დედა გახდა. მას ბიჭი შეეძინა. ამის შესახებ Businessinsider-ი წერს.

პიპას ორსულობის შესახებ ინფორმაცია აპრილში გავრცელდა, სწორედ მაშინ როდესაც ქეით მიდლტონმა მესამე შვილი პრინცი ლუი გააჩინა. მომავალ დედას ორსულობის შესახებ ივნისამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

კემბრიჯის ჰერცოგინიას უმცროსი და პიპა მიდლტონი ცოლად მილიარდერ ჯეიმს მეთიუსს 2017 წელს გაჰყვა.

პიპა მიდლტონის თეთრი კაბა ბრიტანელმა მოდელიერმა ჯაილზ დიკონმა შექმნა. ტაბლოიდები აღნიშნავენ, რომ უმცროსი დის კაბა, თავად ქეით მიდლტონის კაბას ჩამოჰგავდა, რომელიც მას 2011 წელს, პრინც უილიამთან ქორწინების დღეს ეცვა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.