Header Ads

უსინათლოთა კავშირმა ეროვნულ არქივს 1950-80-იან წლებში ჩაწერილი აუდიოწიგნები გადასცა

ეროვნული არქივი

საქართველოს ეროვნულ არქივს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრმა აუდიოწიგნების არქივი გადასცა. 1600-ზე მეტ მაგნიტურ ფირსა და 5800-ზე მეტ აუდიოკასეტაზე 1950-80-იან წლებში ქართველი და უცხოელი ავტორების 1000-ზე მეტი ნაწარმოები, ასევე ზღაპრები და სიმღერებია ჩაწერილი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ეროვნული არქივი აუდიოწიგნების დედნებს საცავში შეინახავს და ამასთან, ციფრულ ვერსიას დაამაზადებს, რომლიც ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი.

ჩანაწერებს შორისაა მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელო“, ვასილ ბარნოვის „ტრფობა წამებული“, ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“, ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“, თამაზ ჭეიშვილის „ხუთი ოლიმპიელი“, ზვიად გამსახურდიას „მთვარის ნიშნობა“ და სხვა. ტექსტებს კითხულობენ მსახიობები, ზაზა ლებანიძე, გიზო სიხარულიძე, გივი ჩუგუაშვილი და სხვები.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.