კალაძე: ახალი ავტობუსების დიზანს და ფერს მოსახლეობასთან ერთად შევარჩევთ

თბილისის ახალი ავტობუსების ფერს მერია მოსახლეობასთან ერთად შეარჩევს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლონეთში, Man-ის ქარხანაში ყოფნისას განაცხადა. კალაძის თქმით, ერთ-ერთი ვარიანტი მწვანე-თეთრის კომბინაციაა.
„რადგან მწვანე პოლიტიკა და ეკოლოგია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იყოს ბრენდირებული, მწვანე ფერის. შესაძლოა, იყოს ორ ფერში, ესეც არ არის გამორიცხული. საზოგადოების, მოსახლეობის ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი. ხვალ მივემგზავრები მიუნხენში, სადაც ადგილზე დიზაინს განვსაზღვრავთ, შემოგთავაზებთ რამდენიმე ფერს და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული, ჩავრთოთ ქართველი დიზაინერები და თბილისს ჰქონდეს ბრენდირებული ავტობუსები. ჩვენი ქალაქი და მოსახლეობა იმსახურებს, რომ ავტობუსები, რომელსაც ჩვენ შევიძენთ, განსხვავებული და ბრენდირებული იყოს', - ამბობს კალაძე.
მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების მთლიანად ჩანაცვლებას გეგმავს. უკვე შეძენილია 90 ავტობუსი, ხოლო 220 ავტობუსის შეძენაზე ტენდერი თვის ბოლომდე გამოცხადდება.
17 ოქტომბერს კალაძემ თქვა, რომ ახალ ავტობუსებში უფასო უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისში 200-მდე ყვითელი მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი გაჩერებულია, რადგან ვერცერთმა მათგანმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა.
თბილისის ახალი ავტობუსების ფერს მერია მოსახლეობასთან ერთად შეარჩევს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლონეთში, Man-ის ქარხანაში ყოფნისას განაცხადა. კალაძის თქმით, ერთ-ერთი ვარიანტი მწვანე-თეთრის კომბინაციაა.„რადგან მწვანე პოლიტიკა და ეკოლოგია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იყოს ბრენდირებული, მწვანე ფერის. შესაძლოა, იყოს ორ ფერში, ესეც არ არის გამორიცხული. საზოგადოების, მოსახლეობის ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი. ხვალ მივემგზავრები მიუნხენში, სადაც ადგილზე დიზაინს განვსაზღვრავთ, შემოგთავაზებთ რამდენიმე ფერს და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული, ჩავრთოთ ქართველი დიზაინერები და თბილისს ჰქონდეს ბრენდირებული ავტობუსები. ჩვენი ქალაქი და მოსახლეობა იმსახურებს, რომ ავტობუსები, რომელსაც ჩვენ შევიძენთ, განსხვავებული და ბრენდირებული იყოს", - ამბობს კალაძე.
მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების მთლიანად ჩანაცვლებას გეგმავს. უკვე შეძენილია 90 ავტობუსი, ხოლო 220 ავტობუსის შეძენაზე ტენდერი თვის ბოლომდე გამოცხადდება.
17 ოქტომბერს კალაძემ თქვა, რომ ახალ ავტობუსებში უფასო უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისში 200-მდე ყვითელი მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი გაჩერებულია, რადგან ვერცერთმა მათგანმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა.წყარო
