Header Ads

ბულგარეთში მუზეუმიდან პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იარაღები მოიპარეს

იარაღები

ბულგარეთის ქალაქ იამბოლში დიდების მუზეუმიდან უცნობმა პირებმა იარაღები მოიპარეს. მუზეუმის დირექტორის მილჩო ნაჩოვის თქმით, სამსახურში მისულ მუზეუმის თანამშრომლებს კარი გატეხილი დახვდათ. ინფორმაციას Frog News-ი ავრცელებს.

მუზეუმში პირველი და მეორე მსოგლიო ომის დროინდელი იარაღები ინახებოდა. მათ შორის იყო როგორც ცეცხლსასროლი, ასევე ცივი იარაღებიც. პოლიცია არკვევს, თუ როგორ შეაღწიეს ქურდებმა შენობაში ისე, რომ სიგნალიზაცია არ ჩაირთო. მუზეუმის წარმომადგენლის თქმით, მოპარული ექსპონატები გამოსაყენებლად უვარგისია და მათ მხოლოდ საექსპონატო დანიშნულება ჰქონდათ.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.