ინდოელი მინისტრი სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების გამო გადადგა

ინდოეთის სახემწიფო მინისტრმა საგარეო საქმეთა საკითხებში მობაშარ ჯავედ აკბარმა ქალების სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ Aljazeera წერს.
ის სექსუალურ შევიწროებაში, #MeToo კამპანიის ფარგლებში, 20-მა ქალმა ამხილა.
აკბარი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება მისცემს შესაძლებლობას, სასამართლოს გზით იბრძოლოს ცრუ ბრალდებების გამავრცელებელთა წინააღმდეგ.
მსოფლიოში ქალებმა სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი აქტიურად დაიწყეს გასულ წელს. 2017 წელს ჰოლივუდში სექს-სკანდალი აგორდა, რომლის მთავარი გმირი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი იყო. სკანდალური საქმის შესახებ მასალები თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა.
მალევე დაიწყო კამპანია #MeToo, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც აზია არჯენტო კინოს ბიზნესში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. 2017 წელს, კანის 71-ე კინოფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ 1997 წელს ვაინშტეინმა გააუპატიურა. არჯენტო მოძრაობა #MeToo-ს ერთ-ერთი ლიდერი გახდა. თუმცა ახლახანს გაირკვა, რომ თავად არჯენტომ წარსულში 17 წლის ბიჭზე, მსახიობ ჯიმი ბენეტზე სექსუალურად იძალადა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა The New York Times-მა გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, მათ არჯენტოს „ბრალის“ დამადასტურებელი დოკუმენტები მოიპოვეს, მათ შორის ფოტოც, რომელთა ავთენტურობაც საქმესთან დაკავშირებულმა სამმა ადამიანმა დაადასტურა. მსახიობმა ბრალდება უარყო, რის შემდეგაც მას ფოტოს სახით კომპრომატი გამოუქვეყნეს.
წყარო