ავსტრალიაში 60-მდე პინგვინი თავდასხმის მსხვერპლი გახდა

ავსტრალიის შტატ ტასმანიაში 58 პინგვინს სავარაუდოდ ძაღლი დაესხა თავს. მკვდარი ფრინველების საქმეს პოლიცია იძიებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ეს ძაღლების მიერ პინგვინებზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა. ადგილობრივი მთავრობის წარომადგენლები ძაღლის მეპატრონეებს მოუწოდებენ მათი ცხოველის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ.
პოლიციის განმარტებით, უწყება მსგავს ფაქტებს სერიოზულობით ეკიდება და მოქალაქეებს სამართალდამცველებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
პატარა პინგვინები ველურ ბუნებაში სიმაღლეში 30 სანტიმეტრი იზრდება და დაახლოებით 6 წელს ცოცხლობს.
წყარო