Header Ads

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური Motorola-სგან აღჭურვილობას შეიძენს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა Motorola-სთან მემორანდუმი გააფორმა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და კომპანია Motorola-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში ციფრული რადიოკავშირის სისტემის განვითარება იგეგმება. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

დოკუმენტზე ხელმოსაწერად საქართველოში Motorola-ს ვიცეპრეზიდენტი მაიკლ კაე და კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყება რადიოკავშირის სისტემის განვითარების ფარგლებში უახლოეს მომვალში, Motorola-სგან იყიდის: 6 ცალ საბაზო სადგურს ყველა საჭირო საანტენო და საკაბელო აქსესუარით, 130 სტაციონარულ რადიოსადგურს, 20 სამანქანო რადიოსადგურს, 830 ხელის რადიოსადგურს, 255 სამხრე მიკროფონს, 2 სადისპეტჩერო კონსოლს, GSM ქსელთან ინტეგრაციის სისტემას, 10 ერთეულ LTE რადიოსადგურს.

თანამშრომლობის ფარგლებში გადამზადდება პერსონალიც. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.