Header Ads

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაუჩინარებული ჟურნალისტის გამო საუდის არაბეთში ვიზიტი გადადო

ჰაიკო მაასი

გერმანიის საგარეო მინისტრმა, ჰაიკო მაასმა საუდის არაბეთში დაგეგმილი ვიზიტი თურქეთში გაუჩინარებული ჟურნალისტის საქმის გამო გადადო. ამის შესახებ Yenisafak-ი წერს. 

მაასის თქმით, ის გამოძიების შედეგებს დაელოდება, რათა დარწმუნდეს, რომ სამეფო ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეში დამნაშავე  არაა. 

აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელები, ამერიკული მულტინაციონალური საბანკო და ფინანსური სერვისების კომპანია JPMorgan Chase-ის ხელმძღვანელი, ჯეიმი დაიმონი და Ford-ის ხელმძღვანელი ბილ ფორდი ერ-რიადში საუდის არაბეთის ინვესტორთა კონფერენციას არ დაესწრნენ. კომპანიების ლიდერების გადაწყვეტილებაც ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის გაუჩინარებას უკავშირდებოდა.

ჯამალ ჰაშაღი, რომელიც ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამორჩევა 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ვიზიტის შემდეგ გაუჩინარდა. 

აშშ-ის პრეზიდენტი საუდის არაბეთს მკაცრი სასჯელით დაემუქრა. დონალდ ტრამპის თქმით, შესაბამის ზომებს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საუდის არაბეთი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე აღმოჩნდება პასუხისმგებელი. 

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საუდის არაბეთს ჯამალ ჰაშაღის გაუჩინარების საქმის გამოძიება მოსთხოვეს. 

ანკარაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტი საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. ცოტა ხნის წინ თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჩხრეკა დაასრულა. კრიმინალისტები და გამომძიებლები ოპერაციას 9 საათის განმავლობაში ატარებდნენ. თურქეთის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ოფიციალური ერ-რიადი.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.