Header Ads

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

ფული

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 18 ოქტომბრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6838 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6855 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0017-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.1022 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.1095 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0073-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5265 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.5508 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0243-ით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4713 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4642 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარის კურსი 0.0071-ით გაუფასურდა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.