მადრიდის „რეალი“ შესაძლოა ანტონიო კონტემ ჩაიბაროს

მადრიდის „რეალს“ უახლოეს მომავალში შესაძლოა ახალი მწვრთნელი ჰყავდეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, სამეფო გუნდის ხელმძღვანელობა „იუვენტუსისა“ და „ჩელსის“ ყოფილ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს დაუკავშირდა.
მრავალი რეკორდის ავტორი მადრიდის „რეალი“ ამჟამად ჩვეულ ფორმაშია არ არის. სამეფო გუნდს ზედიზედ 4 თამაშია არ მოუგია.
„რეალის“ ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ მადრიდული კლუბი 2018 წლის ივნისში ჩაიბარა. სპეციალისტმა სამეფო კლუბის გამო მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ დატოვა ესპანეთის ეროვნული ნაკრები, თუმცა „რეალთან“ ერთად მას წარმატებისთვის ჯერ არ მიუღწევია. უცხოური მედიის ინფორმაციით, თუ ლა ლიგის მეათე ტურში „რეალი“ „ბარსელონასთან“ ვერ მოიგებს ლოპეტეგი გუნდს დატოვებს.
წყარო