Header Ads

200-მდე ყვითელმა მიკროავტობუსმა და 100-მდე ავტობუსმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

ყვითელი ავტობუსები

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისში 200-მდე ყვითელი მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი გაჩერებულია, რადგან ვერცერთმა მათგანმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა.

მამუკა მუმლაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დაყენების პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ გაფთხილებებისა და ჯარიმების მიუხედავად მძღოლები მაინც აჰყავთ 6 მგზავრზე მეტი, ზაფხულში კი თანხის დაზოგვის მიზნით კონდიცირებას არ რთავენ.

მუმლაძე ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თბილისში მიკროავტობუსების გრძელი რეისები გაუქმდება.

მუმლაძის თქმით, ეს საჭიროების მიხედვით მოხდება. მისი განცხადებით MAN-ის ავტობუსების გაშვების შემდეგ მიკროვტობუსების მარშრუტების ნაწილი ბუნებრივად შეიკვეცა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.