Header Ads

საქართველოში სავალუტო ფონდის მესამე შემფასებელი მისია ჩამოვიდა

სავალუტო ფონდი

მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით მისიის წარმომადგენლებს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა, მიმდინარე წლის ფისკალური პარამეტრები, ქვეყანასა და რეგიონში არსებული ეკონომიკური დინამიკა და 2019 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები. ვიზიტის შესახებ GBC-მ დაწერა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირა იმუშავებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისიის წევრების შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.