Header Ads

Huawei-მ ახალი სმარტფონები წარადგინა

Huawei Mate 20 X

ლონდონში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაზე Huawei-მ ახალი სმარტფონები წარადგინა. ამის შესახებ The Verge-ი წერს

ლაპარაკია Huawei Mate 20, Mate 20 Pro-სა და Mate 20 X-ზე. ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი სიურპრიზი მაინც 20 X იყო, რომელსაც ყველაზე დიდი 7.2-ინჩიანი OLED (დასაკეცი) ეკრანი აქვს. მოდელის აკუმულატორის ამპერაჟი 5,000-ით განისაზღვრა. სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ახალი მოდელები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტექნიკური მახასიათებლებით ხასიათდება. 

Huawei Mate 20 X გაყიდვაში 26 სექტემბრიდან გამოვა. სმარტფონის ღირებულება €899 იქნება. 

პარალელურად პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ Huawei ახალ სმარტფონებზე microSD-ს ნანო (NM) მეხსიერების ბარათებით ანაცვლებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით NM ბარათები Huawei-ის ექსკლუზივია. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.